საფრანგეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 

12:15, 21.10.2026

საფრანგეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნული, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. კანონპროექტი სენატმა მიიღო და განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაუგზავნა. ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის დამნაშავეს შესაძლოა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის გავრცელებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება იმ ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს აზიანებს. ინიციატივის თანახმად, ეს შეეხება „აშკარად არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“, რომელიც „ხელოვნურად ან ავტომატურად“ ვრცელდება.

 

მსგავსი