საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. სატელევიზიო მიმართვისას მაკრონმა თქვა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ „შარლ დე გოლს“ აგზავნის. მან ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „რაფაელის“ ავიაგამანადგურებლების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საჰაერო რადარის განლაგების, ასევე – კვიპროსში ფრეგატ „ლანგედოკის“ და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნაზე. მაკრონის თქმით, საფრანგეთმა ჩამოაგდო ირანული დრონები, რომლითაც საფრანგეთის მოკავშირე არაბულ ქვეყნებზე თავდასხმები განხორციელდა.