საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების აღმოჩენის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან აღარ უსაუბრია. მისი თქმით, ბუჩასა და სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ომმა სხვა მიმართულება მიიღო. ამასთან, მაკრონი არ გამორიცხავს, რომ მომავალში მასა და რუსეთის პრეზიდენტს შორის საუბარი კვლავ შედგეს. შეკითხვაზე, რატომ არ ჩავიდა ის კიევში სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, მაკრონმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ჩავა მხოლოდ რამე სასარგებლოს ჩასატანად და არა მხოლოდ მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.