საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში ამერიკული დახმარება უნდა ჩაანაცვლონ. „უნდა გავაერთიანოთ ყველა შესაძლო საშუალება, რათა შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლონ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა. ამერიკული დახმარების მარაგი იწურება, რადგან მატარებლები, რომლებიც უკრაინისთვის დახმარებით იყო დატვირთული, გაჩერებულია, მათ ვერ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბაირუს თქმით, უკრაინას სჭირდება საბრძოლო მასალა და გარკვეული რაოდენობის სადაზვერვო სისტემები. „ეს გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს მოდელს, ჩვენს პრიორიტეტებსა და სხვაგვარად შევხედოთ სამყაროს, რომელიც გვეგონა, რომ ვიცოდით, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ უფრო საშიშია, ვიდრე წარმოგვედგინა და მოდის მათგან, ვინც გვჯეროდა, რომ ჩვენი მოკავშირეები იყვნენ“, – განაცხადა ფრანსუა ბაირუმ.