საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ბენჟამენ ადადი სოციალურ ქსელში წერს: „ოპოზიციის რეპრესიები საქართველოში – ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია. საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ“.