საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების მოლოდინშია

საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების მოლოდინშია. მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ თასისთვის ბრძოლა ინგლისურ კლუბებს შორის გაიმართება.

2018-2019 წლის სეზონის ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსის მოსაპოვებლად ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან. მთავარ მწვრთნელებს სადებიუტო ტიტულამდე ერთი გამარჯვება აშორებთ. ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ისტორიაში პირველად აქვთ.