საერთო სამარხი მანგუშში

თანამგზავრმა მარიუპოლთან ახლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში საერთო სამარხი დააფიქსირა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კერძო ამერიკული კომპანია „მაქსარის“ მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია დასახლება მანგუშზე. მარიუპოლის საკრებულოს არხზე ნათქვამია, რომ სამარხში სავარაუდოდ 3 000-დან 9 000-მდე ადამიანია დაკრძალული. 23 მარტს გადაღებულ სურათზე სამარხი არ ჩანს. 29 მარტით დათარიღებულ ფოტოზე კი ჩანს ტრანშეა, რომლის სიგრძეც 300 მეტრია. შედარებისთვის, ბუჩაში აღმოჩენილი საერთო სამარხის სიგრძე 14 მეტრი იყო, რაც ახალი სამარხის მასშტაბს კარგად აჩვენებს. უკრაინული მხარის შეფასებით, მარიუპოლში რუსული იერიშების დროს სულ 22 ათასი ადამიანი დაიღუპა.