ზუგდიდმა MAX FIGHT-ის მე-12 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, ორგანიზატორი კი კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირიაა.