საერთაშორისო სანქციები - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველოს საფინანსო სისტემა სრულად ითვალისწინებს, – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  გააკეთა. კობა გვენეტაძის თქმით, სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხოლოდ დადებითი შეფასებები მოდის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც მიღებულია კონსენსუსით. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ჰქონდა ყველაზე მკაფიო პოზიციები ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც დაგმობილია აგრესია და საქართველო არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე გამოკვეთილი მხარდამჭერი.