საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

„საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“ – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება უკრაინაში ომის მიმდინარეობას და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას ეძღვნება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიებში, სამართლებრივ ჭრილში განიხილონ მსოფლიოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელონ. კონფერენცია უკვე მეშვიდედ იმართება.