საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

12:20, 25.03.2026

თბილისი ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ MILLENIUM-ის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. მონაწილეობს 25 ქვეყნის 60-მდე დელეგატი. გახსნაზე ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ინტერპოლს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებს. ორი დღის განმავლობაში დელეგატები განიხილავენ არსებულ გამოწვევებს. იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

მსგავსი