„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში – შეფასებები

12:07, 26.09.2026

მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია – ასეთ დასკვნამდე მივიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელმაც ორგანიზაციის სახელით ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტში წერია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უფლებადამცველებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხის შესასწავლად მიმართეს, გიგაურის ორგანიზაციამ კი ადვოკატების მიერ მიწოდებული მასალები შეისწავლა და ანგარიშიც გამოაქვეყნა.

„ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა და გამოტანილი განაჩენები, განსაკუთრებით ე.წ. პიჯაკების საქმეზე, აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ნომერ 1 900 რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმს,“ – წერია ანგარიშში, რომელიც უკვე გახდა პოლიტიკური განცხადებების საფუძველი.

მსგავსი