საერთაშორისო ეთნოსპორტის ფესტივალი

საქართველოს სპორტის მინისტრი სტამბულში ეთნოსპორტის მეშვიდე ფესტივალზე იმყოფება. ფესტივალის ფარგლებში შალვა გოგოლაძე მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნოსპორტის განვითარებას საქართველოში. ასევე იმსჯელეს შესაძლო საერთო პროექტებზე, რაზეც ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა.

სტამბულში მიმდინარე ეთნოსპორტის ფესტივალს 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ფესტივალში მონაწილეობას, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი ცხენოსნებიც მიიღებენ, რომლებიც დღეს ქართულ ტრადიციულ სახეობებს – ცხენბურთსა და ისინდს წარმოადგენენ.