სადავო კანონპროექტი მედიის შესახებ

21:40, 12.08.2021

პოლონეთი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მწვავე კრიტიკის ადრესატი ხდება. მიზეზი პოლონეთის პარლამენტის მიერ მედიის რეფორმის შესახებ დამტკიცებული სადავო კანონპროექტია. დოკუმენტი საშუალებას იძლევა, განმტკიცდეს შეზღუდვები ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა არსებულ კომპანიებზე, რომლებიც პოლონურ მაუწყებლებს აკონტროლებენ.

ქვეყნის ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ახალი კანონპროექტი ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის მიმართული. გადაწყვეტილებამ პოლონეთში მოსახლეობის პროტესტიც გამოიწვია.

თამთა რუხაძე გიამბობთ.

 

მსგავსი