საბოტაჟის საქმე – პოლიტიკური შეფასებები

15:09, 07.11.2025

კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე, ოპოზიციონერი ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება კრიტიკული შეფასებების თემაა დილიდან. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური დევნაა და ქვეყნის იმიჯს აზიანებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

პროკურატურამ ბრალდება გუშინ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარუდგინა – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების ფაქტებზე.

მსგავსი