საბოტაჟის საქმე – განხილვა სასამართლოში
საბოტაჟის საქმეზე რვა ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრებიან ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია. ადვოკატებმა მოსამართლის, თამარ მახარობლიძის აცილება მოითხოვეს. მათი განცხადებით, მახარობლიძე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებულებიც. თუმცა, მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი ერთი მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.