საბოტაჟის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქვეყანასა და ხალხს საბოტაჟს სწორედ „ქართული ოცნება“ უწყობს. მათივე განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა წაართვა საქართველოს მოქალაქეებს არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლება.
„ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების ინტერესი მაღალია და მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის გარდა, გამოძიებაში ჩართული იყოს როგორც სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო.