საბოტაჟის მცდელობის საქმე - გამოძიება პროკურატურაში

საბოტაჟის მცდელობის საქმეზე დაკითხვები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. პროკურატურის შეკითხვებს საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი, ვატო შაქარიშვილი 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულება მიაწოდა. ვატო შაქარიშვილი არ გამორიცხავს, გამოძიება კიდევ ორი მუხლით დაინტერესდეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილი განცხადება. დანაშაული ხუთიდან 10 წლამდე და შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.