მიხეილ სააკაშვილის ბრალდების მორიგი ეპიზოდი – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მოსამართლე განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშიაც. დღეს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა. პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება და განმარტავს, რომ დანაშაული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.
ბრალდებულები კი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. საუბარია ცხრა მილიონის გაფლანგვაზე. მუხლი, რომლითაც სააკაშვილს ედავებიან, ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.