საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების მორიგი ეპიზოდის განხილვა – სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯელობენ. სააკაშვილი ამ წუთებში სხდომაზე საბოლოო სიტყვით გამოდის. ის პროცესზე დისტანციურად „ვივამედიდან“ ერთვება.

დღესვე იგეგმება ამავე საქმეზე ბრალდებული თემურ ჯანაშიას საბოლოო სიტყვაც, რის შემდეგაც მოსამართლე რამდენიმე დღით სათათბიროდ გავა და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. საუბარია ცხრა მილიონის გაფლანგვაზე. მუხლი, რომლითაც სააკაშვილს ედავებიან, ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.