საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

12:20, 24.02.2025
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდი. დღეს ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის. პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო სააკაშვილიც, ისაუბრა როგორც მიმდინარე საქმეზე, ასევე გააკეთა პოლიტიკური განცხადებებიც. დასკვნითი სიტყვა უკვე თქვა ბრალდების მხარემ და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა.
სააკაშვილის ინტრესების დამცველის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მსგავსი