საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო – ამჯერად საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე იმსჯელეს. პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დასწრებია. მხარემ შუამდგომლობები დააყენა. ადვოკატებს ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა სურდათ, რადგან მათი თქმით, ის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას დაადასტურებდა.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ე.წ. საიდუმლო წესით თანხების ჩამოწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც ხდებოდა. ანზორ ჩუბინიძე სხდომაზე პროცესს არ დასწრებია, რადგან მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მომდევნო სხდომა 26 იანვარს არის ჩანიშნული.