საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ბრალდების საქმე – სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს. განიხილავენ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. სხდომას პატიმარი სააკაშვილი არც დღეს ესწრება. სხდომაზე დაცვის მხარე ითხოვდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, თუმცა ადვოკატების ინფორმაციით, მან სასამართლოს აცნობა, რომ სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებდა.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს ცხრა მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.