საბინაო კრიზისი და დემონსტრაციები ესპანეთში

21:20, 03.10.2026

საბინაო კრიზისი და პოლიტიკური ვნებათაღელვა ესპანეთში. მადრიდის ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა, კარვებია გაშლილი, დემონსტრაციები კი ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში იმართება. მოქალაქეები ბინის ქირის საფასურის ზრდას აპროტესტებენ და გამქირავებლებისთვის რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტში ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ცვლილება 2030 წლამდე დამქირავებლების გამოსახლებასა და ქირის გაზრდის აკრძალავს, ასევე ქირავნობის ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას ითვალისწინებდა.

პედრო სანჩესის მთავრობასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფებისთვის არც თავად პრემიერის მიმართვა აღმოჩნდა საკმარისი, რომ საერთო პრობლემის გადასაჭრელად გაერთიანებულიყვნენ. მეტიც, შექმნილი კრიზისის ფონზე, კვლავ აქტუალური გახდა მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.

მსგავსი