საბავშვო ფესტივალის დახურვა

დიღომში, ახალი ოლიმპიური სოფლის კომპლექსში საზეიმოდ დაიხურა საფეხბურთო ფესტივალი „ჯეოქაფი“, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. მასშტაბურ ტურნირზე 32 გუნდი და 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ფესტივალის თავისებურება ის გახლდათ, რომ ქულები და გამარჯვებულები არ ვლინდებოდა, ბავშვებმა ფეხბურთი გართობისა და სიამოვნების მიზნით ითამაშეს. ორგანიზატორებმა ყველა ასაკში გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოვეს.

ჯეოქაფის“ მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.