საავტომობილო გზებზე ხმაურის შემცირების რეგულაციები

15:28, 09.10.2026

საავტომობილო გზებზე ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად, ავტო და მოტომოყვარულთა ინტერესები არ დაზიანდეს – ასეთია ხელისუფლების პოზიცია ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეძენილია ISO-ს სტანდარტების შესაბამისი სპეციალური ტექნიკა, რომელიც გზებზე ხმაურის დონეს ზუსტად გაზომავს და რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია, დაცული იქნას ბალანსი, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რათა არ დაზიანდეს არცერთი მხარის ინტერესი. საკითხს დღეს პრემიერიც გამოეხმაურა.

მსგავსი