სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე ნინო სანდოძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელი რჩება განაჩენი, რომლის თანახმად, სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და წინასწარი შეცნობით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებს სასჯელი გაუნახევრა.