სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება – სხდომაზე, რომელიც სამი საათია მიმდინარეობს, მედიკოსები იკითხებიან. ამ წუთებში უსმენენ უცხოელ ნევროლოგს, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს ექსპერტიზა ჩაუტარა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილს დაუზუსტებელი დემენცია აქვს და ამ დიაგნოზით სასჯელის მოხდა ვერ მოხდება. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები დღეს დააყენებენ შუამდგომლობას, რომ პროცესები დაჩქარებულად ჩატარდეს.

თეონა ხუბულავა დეტალებით.