სააკაშვილის სასამართლო პროცესი
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე – ამჯერად სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდზე მსჯელობენ. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური განცხადება გააკეთა. დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.