მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამოქალაქო პროცესი გაიმართა – პროკურატურამ 9 მილიონამდე სახელმწიფოს გაფლანგული ქონების აღსრულება მოითხოვა. საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 2024 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააკაშვილთან ერთად საქმეზე მსჯავრდადებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელსაც სასამართლომ კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.