„მხოლოდ გაერთიანებით, სიძლიერით, შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები. ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – ეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადებაა საკუთარი სასამართლო პროცესიდან.
დღეს 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა, კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას მან კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, „ყველა, ვინც წავა არჩევნებზე, პირდაპირ რუსეთის თამაშს თამაშობს“.