სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა

გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით, თავად ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი გახარიას გუნდის წევრ დეპუტატებს „ადამიანურობისგან დაცლილს“ უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი სიმპტომების „80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის“. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ამ მოთხოვნის მიზანია, მას კომუნიკაციის შესაძლებლობა წაერთვას.

შეგახსენებთ, რომ პარტია საქართველოსთვის გუნდის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში გადაიყვანოს.