სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დღეს მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე და გიული ალასანია იმყოფებოდნენ. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით, დღეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.