სააკაშვილი – ახალი გვარი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სიაში
მათ, ვისაც ორი თვის წინ სამარცხვინოდ გაყურსულებს უწოდებდა, დღეს მადლობას უხდის, თან განმარტავს, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პირადი შეხედულებები მას შემდეგ შეიცვალა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისგან დაწუნებულ სიაში ჩაამატა.
ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. ასე არ ფიქრობდნენ ანგარიშის ავტორები მაშინ, როცა ივლისში ანალოგიური სია გამოაქვეყნეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს განაჩენი ამავე საქმეზე მარტში გამოუტანეს, დაინტერესების შემთხვევაში კი, მასალები მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა. ორგანიზაციამ საკითხის შესწავლა მსჯავრდებულის კრიტიკისა და ადვოკატთა მოთხოვნის შემდეგ დაიწყო.
ჯერ გაურკვეველ ნომრად სიაში ჩამატებული სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური აქცენტები, თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.