რუსული დრონი NATO-ს საჰაერო სივრცეში – თავდასხმა რუმინეთში

21:15, 30.05.2026

ვლადიმერ პუტინი ნატო-ს ამოწმებს, როგორი იქნება ალიანსის პასუხი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე – ასე ფიქრობენ ექსპერტები მაშინ, როცა სამხედრო გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები მომხდარს პოლიტიკური განცხადებებით გმობენ. ოფიციალური ბუქარესტი ნატო-ს მეოთხე მუხლის გააქტიურებასა და სასწრაფო კონსულტაციების გამართვას ჯერ არ ჩქარობს, თუმცა, ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას.

რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ დრონის განეიტრალება, აინტერესებთ რუმინელებს, რომლებმაც დაზარალებულთა მოსანახულებლად მისულ ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა მოსთხოვეს. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი – საჰაერო სივრცის დარღვევას რუსეთი ყველა ჯერზე უარყოფს, ალიანსი კი ფიქრობს.

თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი