რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები
მსოფლიო აბუ დაბიში დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინში.
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ხვალ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკება განახლდება. ეს იქნება აშშ-ის შუამავლობით გამართული შეხვედრა, რომელსაც ტრამპის წარმომადგენლები დაესწრებიან, უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის უფროსი უხელმძღვანელებს, რუსულს კი, პუტინის თანაშემწე, მადინსკი. აბუ დაბიში ჩავიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც. თუმცა მოლაპარაკებებში მათ მონაწილეობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. როგორც ირკვევა, ბრიუსელიდან გაგზავნილი წარმომადგენლობითი დელეგაცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ იჯდება – ევროპელ პარტნიორებთან უკრაინული დელეგაცია ცალკე შეხვედრას გამართავს. ევროპის ქვეყნებმა ბოლო პერიოდში მოლაპარაკებების პროცესში მათი ჩართვის და მონაწილეობის საკითხი გაააქტიურეს და ცალკეულმა ლიდერებმა რუსეთთან დიალოგზეც დაიწყეს საუბარი.
ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები – ასეთია საუბრის ოთხი ძირითადი მიმართულება. ოპტიმისტურია აშშ-ის პროგნოზი. ვაშინგტონს ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინი აქვს და ფიქრობს, რომ ხვალინდელი მოლაპარაკება მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის.
რუსეთის წინაპირობები და უთანხმოების მთავარი თემები – ლევან ახალაია დეტალებით.