რუსულ-ამერიკული მოლაპარაკება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე არმიწვევის გამო და საპასუხო მწვავე კრიტიკა დონალდ ტრამპისგან.
ფლორიდაში თავის რეზიდენციაში გამოსვლისას, ტრამპი ზელენსკის ნეგატიურ რეაქციას გამოეხმაურა. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას სამი წელი ჰქონდა ომის დასასრულებლად და ეს ომი საერთოდ არ უნდა დაეწყოთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი ძალიან დაბალია და ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო.

მანამდე თურქეთში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერ-რიადში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები მისთვის მოულოდნელი იყო. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

რაც შეეხება თავად მოლაპარაკებებს ერ-რიადში, მხარეები ამ შეხვედრას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს გრძელ და რთულ სამშვიდობო პროცესში გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

ტრამპის თქმით, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ, ის უფრო მეტად დარწმუნებულია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში. ტრამპი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინს მიმდინარე თვის ბოლომდე შეხვდება.