„რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება

სამი საათია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში პარტნიორთა კრება  იმართება. არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, დავის გადაწყვეტის მიზნით, პარტნიორებს ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს.

ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებით, კრება სწორედ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მოწვევით ტარდება. ისინი აპირებენ, დააყენონ საკითხი, რომ დავა პარტნიორებს შორის არბიტრაჟის საშუალებით გადაწყდეს და მხარეებმა ამ პროცესში აუდიტორული კომპანიის ჩართვაზე იმსჯელონ. ადვოკატის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის სასარჩელო მოთხოვნა 28 მილიონის თაობაზე უცვლელია.