გვიან ღამემდე გაგრძელდა იმ პირების სასამართლო სხდომები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე დააკავეს. მათ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აქტივისტ ლუკა გოგიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა – შინაგან საქმეთა სამინისტრო მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და სახის დაფარვას ედავებოდა. ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ მარიამ ტალიაშვილს. რამდენიმე პირის ადმინისტრაციული პროცესი კი ჯერ არ გამართულა.