რუსმა სამხედროებმა დნეპრორუდნოეს მერი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსმა საოკუპაციო ჯარებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინაში უკვე მეორე ქალაქის მერი გაიტაცეს. მანამდე, მედიამ ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. „დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა გაიტაცეს კიდევ ერთი დემოკრატიულად არჩეული უკრაინელი მერი. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეაჩერონ რუსული ტერორი უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.