რუსლან სტეფანჩუკის მიმართვა

ოლექსი არესტოვიჩისგან განსხვავებით, უკრაინის რადას თავმჯდომარე საქართველოსა და ქართველ კოლეგას მადლობას უხდის. რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს. „უკრაინა ბევრ ფრონტზე იბრძვის. პარლამენტი აქტიურად მუშაობს საპარლამენტო დიპლომატიის სფეროში, რათა მთელი მსოფლიოს პარლამენტარების მხარდაჭერა უზრუნველყოს და მოუწოდოს მათ მოქმედებებისკენ.

ამ ძალისხმევის საშუალებით პოლონეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს, რუმინეთის პარლამენტების სპიკერები უკვე ეწვივნენ უკრაინას თავიანთი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად. უკრაინის პარლამენტი მადლობელია მათი, ვინც უკრაინის გვერდით დგას. მოვუწოდებ მთელი მსოფლიოდან პარლამენტების წარმომადგენლებს, ჩამოვიდნენ ქვეყანაში ვიზიტით და შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას,“ – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.