რუსლან სტეფანჩუკის გამოხმაურება

უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. „მოხარული ვარ, რომ მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რასაც ჩვენი ხალხები ელიან. ერთად ვიმსჯელეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციასა და მომავალზე და აღმშენებლობის პროცესში შესაძლო დახმარებაზე.

მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც უკრაინელი ხალხის და უკრაინის ხელისუფლების!“