რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უკრაინაში „სპეცოპერაციის შემდეგი ფაზის“ დაწყების შესახებ განაცხადა რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის განცხადებით, „რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისა“. მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა ამერიკა და ნატო მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, რომ განეხილათ უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების გარეშე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ლავროვის ინფორმაციით, რუსეთ არ განიხილავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე.