რუსეთის ულტიმატუმი უკრაინას

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი მარიუპოლის დამცველი სამხედროები რუსეთის წინადადებას არ იღებენ და დანებებაზე უარს აცხადებენ. რუსეთმა ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. შეთავაზების მიხედვით, უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 20 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათიდან მიიღებენ დანებების წინადადებას, ექნებათ სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და სამედიცინო დახმარების გარანტია. თანხმობის შემთხვევაში კი, მხარეებს შორის უწყვეტი კომუნიკაცია დამყარდება და რუსი სამხედროები გამოაცხადებენ „სიჩუმის რეჟიმს“.