რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოხმაურება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მხრიდან მობილური ტელეფონის გამოყენებას უკავშირებს დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში უკრაინელების მიერ რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვას. როგორც უწყებაში აცხადებენ, მობილურების გამოყენებამ მოწინააღმდეგეს მისცა შესაძლებლობა, სარაკეტო დარტყმისთვის განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად, მაკეევკაში 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მოსკოვში აცხადებენ, რომ სკოლის შენობას, რომელიც სამხედრო ბაზად იყო გადაკეთებული, ამერიკული სისტემა „ჰაიმარსის“ ოთხი რაკეტა მოხვდა. რაკეტების ქობინების აფეთქებამ შენობის ჭერი ჩაანგრია.