რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე

12:08, 30.12.2023

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა – დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე მეტი გარდაცვლილი კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რვა პირი კი გადაარჩინეს. ცხრა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, დაშავებულია 13 მოქალაქე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა დრონებით კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის ქალაქებზე. ჯამში 56 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე რეაგირება მოახდინონ. მან ავდეევკაში სამხედრო პოზიციები მოინახულა.

 

მსგავსი