რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში

უკრაინა აშშ-ს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს, ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე კოლონიაზე იერიშის შედეგად, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. კიევი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

თავის მხრივ, რუსეთში ამტკიცებენ, რომ ელენოვკაში მდებარე კოლონია თავად უკრაინელებმა დაბომბეს. აღსანიშნავია, რომ აშშის სენატმა რამდენიმე დღის წინ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ ჩქარობს. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამის წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოდის.