რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმები გრძელდება – განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია, სადაც ოკუპანტები კონტროლის დამყარებას ცდილობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის დასაცავად ყველაფერი კეთდება. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, გაიდაის ინფორმაციით, ქალაქი არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იბომბება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერი აქტიურად ახორციელებს იერიშებს დონეცკის მიმართულებითაც. რთული მდგომარეობაა ხარკოვშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.