რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 83-ე დღე

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის თქმით, მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ. განცხადებას დენის პროკოპენკო „ტელეგრამის“ არხით ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ „აზოვსტალის“ ქვედანაყოფების მეთაურებმა უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან მიიღეს ბრძანება, გადაერჩინათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მარიუპოლის გარნიზონმა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა.

დატოვე კომენტარი