რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 81-ე დღე

უკრაინაში ისევ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთი პოზიციებს იმყარებს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. იბომბება ლვოვი, ხარკოვი, ოდესა, ასევე სევეროდონეცკი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა გრადების და ურაგანის ტიპის ქვემეხებით დნიპროს რაიონზე მიიტანეს იერიში.

გარკვეული წინსვლა აქვთ უკრაინელ სამხედროებსაც, რომლებმაც მტერს 10 კილომეტრით უკან დაახევინეს. მოხერხდა ასევე მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლიდან. სამდღიანი ლოდინის შემდეგ, მარიუპოლის მცხოვრებლებს ნება მისცეს, რომ ქალაქი ავტომანქანებით დაეტოვებინათ.

 

დატოვე კომენტარი